19:08 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 11:27:25, 350 ნახვა

საზოგადოება
გარემოსთვის მისაღები ქმედებების მიზნით, 400–მდე საწარმოს კვლევა ჩაუტარდება

სასტუმრო „ტიფლის პალასში“  მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ იმსჯელეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე  პროექტის - „მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გარემოსთვის მისაღები ქმედებების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია  გაიმართა, რომელიც გარემოს  დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს.  პროექტი მიზნად ისახავს  საქართველოში 400-მდე საწარმოს კვლევის ჩატარებას და რეკომენდაციების შემუშავებას.

პროექტი - „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა“ პროგრამის  ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფინანსური მხარდამჭერი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაა.

შეხვედრას, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნეს ასცოაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics