ჭიაბერაშვილი: მალე ივანიშვილის ყველა პირადი პატიმარი დატოვებს საპატიმროს და ამ საქმის ლიდერი გიგი უგულავა იქნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გიგი უგულავასთვის პატიმრობის ვადის განახევრებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„მადლობა ჯონ მაკკეინს და ლინდსი გრემს, აგრეთვე, ათეულობით ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსს, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარებას დაუბრუნდეს.
სულ მალე ივანიშვილის ყველა პირადი პატიმარი დატოვებს საპატიმროს და ამ საქმის ლიდერი გიგი უგულავა იქნება“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.