13:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 12:13:49, 707 ნახვა

სხვადასხვა
BBC: დეპუტატი ქალები ხშირად სექსუალურ ძალადობას განიცდიან

საერთაშორისო კვლევის თანახმად, დეპუტატი ქალები ხშირად სექსუალურ ძალადობის მსხვერპლნი არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ორგანიზაცია „პარლამენტთაშორისმა კავშირზე" დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევაში მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან 55-მა დეპუტატმა ქალმა მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული ქვლევის თანახმად, 80%-ზე მეტმა ქალმა განაცხადა, რომ პროფესიულ საქმიანობაში ფსიქოლოგიურ ან სექსუალურ ზეწოლას განიცდიდა.

ერთ-ერთმა ევროპელმა დეპუტატმა ქალმა აღნიშნა, რომ 4 სააათის განმავლობაში სოციალურ ქსელ Twitter-ში 500-ზე მეტი გაუპატიურების მუქარა შემცველი შეტყობინებები მიიღო. 

კიდევ ერთ ქალ დეპუტატს აზიიდან, შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ. ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პიროვნება, რომელიც მას ემუქრებოდა იცოდა თუ რომელ სკოლაში დადის მისი შვილი და რამდენი წლისაა.

გამოკითხული დეპუტატების 65.5% აცხადებს, რომ სქესის გამო მათ ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. გარდა ამისა, მამაკაცი დეპუტატებისგან ხშირად დამამცირებელ სიტყვებს ისმენენ.

ანგარიშში მოყვანილია ზამბიის პარლამენტის წევრის ნკანდუ ლუოს განცხადება, რომლის თანახმად მამაკაც დეპუტატებს პარლამენტში სიარული იმის გამო მოსწონთ, რომ „იქ ბევრი ქალია და ნებისმიერის არჩევა შეუძლიათ“.

ანგარიშის ავტორების დასკვნით, სექსუალური და სხვა სახის ზეწოლა ქალი დეპუტატების პროფესიულ საქმიანობას აფერხებს, რადგან თავს დაცულად ვერ გრძნობენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics