2015-02-28 11:16:17, 839 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამამ ნემცოვის მკვლელობას საზარელი უწოდა
რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა.
როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს "ტვიტერის" გვერდზე წერია, ობამამ მომხდარს "საზარელი მკვლელობა" უწოდა.
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაიწყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სწრაფი გამოძიება და დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს.
მას ექსვი ტყვია ესროლეს. ოპოზიციონერი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან