18:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 17:54:54, 656 ნახვა

სხვადასხვა
პარიზში Google-ის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

პარიზში ამერიკული კორპორაცია Google-ის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა, - ამის შესახებ The Guardian საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ჩხრეკა Google-ის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის საქმის გამოძიებას უკავშირდება.

ამერიკული კომპანიის პარიზის ოფისში ჩხრეკა IT-სპეციალისტებმა და ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. 

ცნობისვის, ფინანსური თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით წინასწარი მოკვლევა ჯერ კიდევ 2015 წლის 16 ივნისს დაიწყო. საფრანგეთის საგადასახადო სამსახური აცხადებს, რომ კომპანია Google-მა საგადასახადო დეკლარაცია არ წარადგინა, საფრანგეთის ტერიტორიაზე საქმიანობის მიუხედავად.

გამოძიებასთან დაკავშირებით ამერიკულმა კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის იცავს ფრანგულ კანონმდებლობას და სამართალდამცველებთან თანამშრომლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics