21:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 17:07:30, 651 ნახვა

სხვადასხვა
ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად მსოფლიოში შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოს ქალაქებში მცხოვრები ადამიანების 80%-ზე მეტი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.

დაბინძურებული ჰაერის შედეგად პრობლემებს მსოფლიო ქვეყნების უმეტესი ნაწილის მოსახლეობა განიცდის, თუმცა განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა ღარიბ ქვეყნებში დგას. 

ცნობისთვის, ყველაზე დაბინძურებული 30 ქალაქს შორის ინდოეთის 16 ქალაქი მოხვდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მსხვილი ქალაქების (რომელთა მოსახლეობის რაოდნეობა 100 ათასს აღემატება) 98%-ზე მეტი ჰაერის ხარისხის შესახებ ორგანიზაციის სტანდარტებს არ შეესაბამება. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ასეთი ქალაქების წილი 56 %-ია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციის მონაცემებით, 2008-დან 2013 წლამდე მსოფლიოში, ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია 8% გაიზარდა.

მსოფლიოში ყველაზე მეტად ნიგერიის ქალაქი ონიტშაა დაბინძურებული, სადაც ჰაერში მიკროელემენტების კონცენტრაციის დონემ ერთ კუბურ მეტრში 600 მიკროგრამი შეადგინა. 

ცნობისთვის, მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის არიან დელი, კაირო და დაკა. უკეთესი მდგომარეობა ევროპისა და აშშ-ის ქალაქებშია. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე  ევროპული და ამერიკული ქალაქების უმეტესობა “მწვანე ზონაში” მდებარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics