15:37 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 10:31:00, 871 ნახვა

მსოფლიო
ჯენ ფსაკი: თუ რუსეთი და პრორუსი სეპარატისტები შეთანხმებას არ შეასრულებენ, მათ ეს ძვირად დაუჯდებათ

„თუ რუსეთი და პრორუსი სეპარატისტები არ შეასრულებენ შეთანხმების პირობებს, ეს მათ უფრო ძვირად დაუჯდებათ“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკმა მინსკში მიღწეული შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯენ ფსაკის თქმით, ის არ თვლის, რომ მინსკის შეთანხმებამ ძალა დაკარგა.

„მე არ ვთვლი, რომ მინსკის შეთანხმებამ ძალა დაკარგა, თუმცა თუ რუსეთი  და პრორუსი სეპარატისტები არ შეასრულებენ შეთანხმების პირობებს, ეს მათ უფრო ძვირად დაუჯდებათ“,-განაცხადა ჯენ ფსაკმა.

შეგახსენებთ, რომ მინსკში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის  შეთანხმების მიუხედავად, პრორუს მებრძოლებს და უკრაინელ სამხედროებს შორის საბრძოლო დაპირისპირება არ წყდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics