2015-02-18 18:21:58, 657 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულებამ 2.1 ლარს გადააჭარბა
სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.09 - 2.11 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, 1 დოლარის შეძენა 2.12 - 2.15 ლარამდეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 19 თებერვლიდან 1 დოლარი 2.0839 ლარი ეღირება.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0109 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან