15:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-07 10:53:57, 2760 ნახვა

პოლიტიკა
ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა საქართველოს მაღალი რანგის წარმომადგენელმა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი იუწყება, რომ „ქართველი ხალხისა და საქართველოს წარმომადგენელმა“ თბილისში ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, რისთვისაც მადლობას იხდის. ელჩი არ აზუსტებს მაღალჩინოსნის ვინაობას.

სამძიმრის წიგნში ქართველი მაღალჩინოსნის ჩანაწერის ფოტო ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ, გაავრცელა დღეს საღამოს, 6 მარტს, თუმცა ჩანაწერის ავტორის ვინაობა დაუსახელებია.

ფოტოზეც ჩანაწერის მხოლოდ ძირითადი ტექსტი ჩანს და არა ხელმოწერა.

„თქვენო აღმატებულებავ“, - ასე მიმართავს ელჩი მოჯანი მას და წერს:

„როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოს წარმომადგენელს, მადლობას მოგახსენებთ, რომ დღეს მობრძანდით საელჩოში და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეთ“.

„მეგობარი გაჭირვებაში იცნობა“, - წერს ელჩი.

ქართველმა მაღალჩინოსანმა სამძიმრის წიგნში შემდეგი შინაარსის ჩანაწერი დატოვა - ინგლისურ ენაზე:

„ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა მრავალი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანისა და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს“.

ეს ტექსტი თითქმის იდენტურია „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ 2 მარტს გავრცელებული განცხადების იმ ნაწილისა, რომელიც ირანს ეხებოდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics