20:36 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 14:26:41, 416 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობაზე მოსაწვევი მიიღო მთავრობამ, მე არ დავესწრები

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მოსაწვევი მთავრობამ მიიღო, თუმცა, მას თავად არ დაესწრება.

„მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და ჩვენი წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება“, – თქვა მან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კონფერენციაა საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკისთვის. ის 1963 წლიდან ყოველწლიურად იმართება. კონფერენციაზე თავს იყრის 60-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, საგარეო და თავდაცვის მინისტრები და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე სამხედრო, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგდოების ლიდერები და გლობალური უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებს განიხილავენ.

კონფერენციაზე წარმოდგენილნი არიან NATO-ს, ევროკავშირის და გაეროს ხელმძღვანელები.

წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics