|
2026-01-12 10:20:09, 565 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს გენმდივანი: მოვუწოდებ ირანის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო გამოყენებისგან
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენებისგან. ის ამბობს, რომ აზრის გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. "შოკირებული ვარ ირანის ხელისუფლების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ბოლო დღეებში ძალადობისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობებით, რამაც ადამიანების სიკვდილი და დაშავება გამოიწვია. აზრის გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. მოვუწოდებ ირანის ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენებისგან. ასევე მოვუწოდებ ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც ქვეყანაში ინფორმაციასთან წვდომას უზრუნველყოფს, მათ შორის კომუნიკაციების აღდგენა", - წერს ის X-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)