22:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-08 17:27:48, 455 ნახვა

პოლიტიკა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 13 ერთეული Raven-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა და Gravehawk-ის ორი პროტოტიპი გადასცა. ფაქტს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტისთვის 2026 წლის 6 იანვარს გაცემული წერილობითი სამთავრობო პასუხი ადასტურებს.

Raven-ის სისტემა ფრონტის ხაზთან ახლოს დრონების, საფრენი აპარატებისა და ვერტმფრენების წინააღმდეგაა განკუთვნილი და ის სამეფო საჰაერო ძალების AIM-132 ASRAAM-ის ტიპის რაკეტის სახმელეთო ვარიანტს იყენებს. მას ასევე აქვს შეზღუდული ეფექტიანობა ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ.

Gravehawk-ის სისტემა კი რუსეთის შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებისგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკრაინული ობიექტების დასაცავადაა შექმნილი. უკრაინისთვის სისტემის დამატებითი პროტოტიპების მიწოდება უკვე დაგეგმილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics