15:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-19 15:35:34, 394 ნახვა

პოლიტიკა
"თავისუფლების მოედანი" პარტიად დარეგისტრირდა

საჯარო რეესტრმა პარტია თავისუფლების მოედანი დაარეგისტრირა. პოლიტიკურმა მოძრაობამ 8 მარტს დამფუძნებელი ყრილობა ჩაატარა, რომელზეც პარტიად ჩამოყალიბდა

თავისუფლების მოედანმა დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს მიმართა, 10 თვის შემდეგ კი რეესტრმა პარტიად დაარეგისტრირა. 

"პარტიის რეგისტრაციის გზაზე მრავალი პრობლემა შეგვექმნა, ზოგი მოსალოდნელი, ზოგი სრულიად მოულოდნელი, მაგრამ გუნდში გადაწყვეტილი გვქონდა, ეს ბრძოლაც აუცილებლად ბოლომდე მიგვეყვანა. ათასგვარი ბიუროკრატიული ხრიკი და წინაღობა დავძლიეთ. თანაც, აუცილებლად გვინდოდა ისეთი წესდება და პროცედურები გვქონოდა, რომლებიც საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებით შევიმუშავეთ. ამ ბრძოლამ გამოიღო თავისი შედეგი, ვაჯობეთ სისტემას, რომელსაც მოუწია უკვე ფორმალურადაც ეღიარებინა უკვე არსებული რეალობა: თავისუფლების მოედანი რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა. ხვალ რას მოიფიქრებს იგივე რეჟიმი, არავინ იცის, რადგანაც ის ახალი პარტიების სამომავლოდ აკრძალვასაც კი გვპირდება, მაგრამ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბრძოლა ყველგან საჭიროა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს - მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდით.

მადლობა ჩვენს დაუღალავ გუნდს და ჯიუტ მებრძოლებს". - დაწერა პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ.

8 მარტს ყრილობამ თავმჯდომარედ ლევან ცუცქირიძე აირჩია. 

ეროვნული საბჭოს წევრებად ყრილობამ აირჩია: ლევან ცუცქირიძე, ბაკურ კვაშილავა, აზა გაბუნია, დავით გზირიშვილი, რევაზ აფხაზავა, ირინე კურტანიძე, ლაშა უჩავა, ლევან შატბერაშვილი, ლია მელთაური, მიხეილ მუმლაძე, ნათია ხარატი, სიმონ ჯანაშია, გიორგი შაიშმელაშვილი, ნატო სლეპაკოვა, მათე ჩაფიჩაძე, არჩილ მჭედლიშვილი, თამთა ჯოლოხავა, შენგელი ტოხოსაშვილი, არჩილ ჟორჟოლიანი, ირაკლი ქობალია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics