14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 17:33:42, 336 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი სკოლა ხვალ ახალი ვებგვერდისა და სასწავლო პორტალის პრეზენტაციას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი სკოლა ხვალ, 11:30 საათზე, მართლმსაჯულების სახლში,  ახალი ვებგვერდისა და სასწავლო პორტალის პრეზენტაციას გამართავს. 

სასწავლო პორტალების სისტემის საშუალებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სამიზნე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს (სამოსამართლო კანდიდატები, მოსამართლეები, თანაშემწეები და სხვა) პირადი ვებგვერდი ექნება, რომლის საშუალებითაც ისინი საკუთარი სასწავლო პროცესების მართვას თავად შეძლებენ.

მაგალითისთვის: სასწავლო პორტალების მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში სამოსამართლო კანდიდატის (იუსტიციის მსმენელის) მიერ დავალებების მიღება, შესრულება და მათი შეფასება მოხდება; სტაჟირების პროცესის შეფასება ონლაინ რეჟიმში განხორციელდება. ვებ-პორტალის ამუშავების შემდგომ, სკოლას ასევე საშუალება ექნება განახორციელოს გამოცდების როგორც ჩატარება, ასევე, შეფასება ელექტრონული ფორმით.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალი ვებგვერდი, ინფორმაციული თვალსაზრისით, მაქსიმალურად იქნება მორგებული  საზოგადოების ინტერესებზე, რაც უწყებას საშუალებას მისცემს,  სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდოს პროაქტიულ რეჟიმში. 

პროექტი განხორციელდა „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics