18:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 19:23:26, 377 ნახვა

საზოგადოება
თბილისის კორპუსების მოვლა-პატრონობაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად აღარ იქნება მიღებული

თბილისის კორპუსების მოვლა-პატრონობაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად აღარ იქნება მიღებული. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს სარევიზო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მალაღურაძის შეფასებით, თბილისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აქტივობა ძალიან დაბალ დონეზეა. ამიტომ, მალაღურაძის თქმით, შეიქმნება 5 კაციანი გამგეობები და კორპუსის კეთილდღეობაზე გადაწყვეტილებები კოლექტიურად იქნება მიღებული.
გარდა ამისა, მალაღურაძის ინფორმაციით, კორპუსებში იგეგმება შშმ პირებისთვის პანდუსების მოწყობა, რომელიც ნაწილობრივ მერიისგან დაფინანსდება.
კორპუსების მოვლა-პატრონობის დროს კი, მალაღურაძის ინფორმაციით, აქცენტი  სახლების მდგრადობაზე გაკეთდება.
"ყურადღება მიექცევა სახურავებს, წყალგაყვანილობას და აქცენტები გაკეთდება კეთილმოწყობაზე. ეს ყველაფერი კი,  მოხდება დედაქალაქის ბიუჯეტის ფარგლებში,  რომელიც უკვე დამტკიცებულია და არავითრი დამატებითი თანხები  საჭირო არ იქნება",-აღნიშნა  ნუგზარ მალაღურაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics