2020-11-02 17:36:48, 665 ნახვა
„გირჩი“ უერთდება ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს და პარლამენტში არ შედის
„გირჩი“ უერთდება ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს და პარლამენტში არ შედის, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„ჩვენ ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია გირჩისთვის პარლამენტში შესვლა, ასევე გვესმის, რამდენად მნიშველოვანია ოპოზიცური ერთიანობა, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ჩვენთან შეთანხმებებზე, უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ბოიკოტს უცხადებენ, გირჩი უერთდება ამ ბოიკოტს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან