2015-09-17 10:33:42, 783 ნახვა
რეგიონი
კაბალში საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა
ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ასლანოვების საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა.
რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კომპანია "დელტამ" სპეციალური დანადგარიდან გასროლა განახორციელა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა სახლის სახურავი და კედელი. ჭურვის დაცემის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთიც დააზიანა.
ჭურვი ექსპერტიზაზეა გადატანილი. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით აღიძრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან