15:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 23:58:05, 9021 ნახვა

სხვადასხვა
დავიღალე იმით რომ გვხოცავენ - ნაომი კემპბელი, ბარაკ ობამა და ვიოლა დევისი აფროამერიკელის მკვლელობაზე

მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლიოდის მკვლელობის ფაქტს ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან. - აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ეს არ უნდა იყოს ნორმალური 2020 წლის ამერიკაში.

„ეს არ უნდა იყოს „ნორმალური“ 2020 წლის ამერიკაში. ეს ვერ იქნება „ნორმალური“. თუ გვსურს, რომ ჩვენი შვილები გაიზარდონ ქვეყანაში, რომელიც თავის უმაღლეს იდეალებს შეესაბამება, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიყოთ უკეთესები. - წერს ობამა.
ტოპ მოდელი ნაომი კემპბელი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის პანდემიამ მეტი რასიზმი გააღვივა.
"სიტყვები არ მყოფნის. მე დავიღალე ამისგან, დავიღალე იმის მტკიცებით რომ ჩვენ ადამიანებს, შავკანიანებს კლავენ აუცილებლობის გარეშე. შეურაცხყოფილი და დამცირებული ვარ, ასეთ მძიემ ჟამს. ვფიქრობდი, რომ კორინავირუსის პანდემია გაგვაერთიანებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მან უფრო გააღრმავა რასიზმი. " - წერს საკუთარ ტვიტერზე ტოპ მოდელი. 
ჰოლივუდის მსახიობი ვიოლა დევისი, ამბობს, რომ შავკანიანი ადამიანი თანამედროვე ლინჩის წესს ეჯახება.
"აი რას ნიშნავს იყო შავკანიანი ამერიკაში. გასამართლებული იქნა და მოკლული იმის გამო რომ შავკანიანი ხარ. ჩვენ გავიარეთ პოლიტიკა, რომელიც ასწლეულების განმავლობაში, ზღუდავდა ჩვენს არსებობას. ჩვენ დღესაც გვიხდება შევეჯახოთ, თანამედროვე ლინჩის წესს. " -წერს მსახიობი თავის "ინსტაგრამზე"  

მინეაპოლისში, დემონსტრანტები მეოთხე ღამის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ პოლიციის სპეცრაზმს, რომელიც მათ ცრემლსადენი გაზით პასუხობდა. მწვავე პროტესტის მიზეზი შავკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი გახდა.

მთელი ამერიკის მასშტაბით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დაკავებული შავკანიანი მამაკაცი, რომელიც პირქვე წევს და მძიმედ სუნთქავს. თეთრკანიან პოლიციელს კი მუხლი მის კისერზე რამდენიმე წუთის მანძილზე აქვს დაბჯენილი.

შემთხვევის შემსწრემ ვიდეო ორშაბათ საღამოს ჩაიწერა, როდესაც ხელბორკილდადებული, 46 წლის ჯორჯ ფლოიდი, სახით ქვემოთ იწვა, შველას ითხოვდა და იმეორებდა: "გთხოვთ, ვერ ვსუნთქავ". ამის შემდეგ კი მოძრაობა შეწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics