12:16 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 18:39:12, 518 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: მოვუწოდებ სამართალდამცავებს, სწრაფად გამოიძიონ იური ვაზაგაშვილის სასტიკი მკვლელობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს.
 
პრემიერმა მომხდარზე კომენტარი დავოსში გააკეთა, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

„რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო იმ ამბის მოსმენა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევიტყვეთ. ეს არის მართლაც შემზარავი, შოკისმომგვრელი ფაქტი თითოეული ჩვენგანისთვის და პირადად ჩემთვის, ვინაიდან მე ძალიან ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის. არ მინდა მოვლენებს დავასწრო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გაიწელა მისი შვილის მკვლელობის გამოძიება, პრაქტიკულად ბოლომდე არის მიყვანილი გამოძიება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს მომხდარის სწრაფად გამოძიებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით მობილიზებულია პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული სასტიკი მკვლელობა და რაც მთავარია, სწრაფად დაასრულონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics