13:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 14:58:32, 3278 ნახვა

სპორტი
ბაქრაძე: „ქართული ოცნების“ გუნდს აღარ დარჩა რესურსი, ქვეყანა ნორმალურად მართოს

ბოლო თვეების მოვლენებმა ძალიან მკაფიოდ გამოაჩინა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდს აღარ დარჩა რესურსი ქვეყანა მართოს ნორმალურად - ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  დავით ბაქრაძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,  შექმნილი ვითარებიდან   გამოსავლის ერთადერთი გზა  არჩევნების გზით მშვიდობიანად, მართველი გუნდის პენსიაზე გაშვებაა.

„ცალკეული სახელების ცვლილებას აზრი არ აქვს და ბოლო თვეების მოვლენებმა ძალიან მკაფიოდ გამოაჩინა, რომ ქართული ოცნების გუნდს აღარ დარჩა რესურსი ქვეყანა მართოს ნორმალურად, უზრუნველყოს ქვეყანაში განვითარება, სიმშვიდე  და შემდეგ შეასრულოს ის მოლოდინები რომელიც დღეს   აქვს ჩვენს საზოგადოებას. გამოსავალი  არ არის ცალკეული მინისტრების შეცვლა და მათ მაგივრად  მართველი გუნდიდან  ისეთივე ადამიანების მოყვანა არამედ გამოსავალი არის საბოლოო ჯამში ქართველ ხალხთან ერთად არჩევნების გზით მშვიდობიანად მთელი გუნდის გაშვება პოლიტიკურ პენსიაზე“,-განაცხადა დავით  ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გუშინვე გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics