12:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 18:03:27, 668 ნახვა

სამხედრო
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ 11 მაისს გაიხსნება

11 მაისს ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“(Noble Partner) ოფიციალურად გაიხსნება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორები „ბრედლი“ და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან.

სწავლებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა ვარნადან ბათუმში 2 მაისს გამოიგზავნა. 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ბათუმის პორტში ჩამოვა.

„ტვირთის მოძრაობა ბულგარეთიდან, ვარნადან შავი ზღვის გავლით საქართველოსკენ, ბათუმისკენ, პარტნიორ ქვეყნებს შორის ახალ მარშრუტს გახსნის. თავისუფალი მოძრაობის გაფართოება კიდევ უფრო გაამარტივებს წვრთნების ხელმისაწვდომობას და კრიზისების ოპერაციების დროს სწრაფ რეაგირებას“, განაცხადა მე-4 თანრიგის უორენტ ოფიცერმა მარკ შავენმა.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics