2017-08-31 17:49:41, 3006 ნახვა
კულტურა
La Moneta & Flamenco ბლექ სი არენაზე
შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს, 2 სექტემბერს, ესპანური ჯგუფი La Moneta & Flamenco დახურავს.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „დაჩექინდი საქართველოში“ ფარგლებში მეორე წელია იმართება.
წინა წელს ღონისძიებაში მონაწილება 4 ქვეყნის 24-მა ანსამბლმა მიიღო, წელს კი მათი რაოდენობა გაიზარდა და ფესტივალში 7 ქვეყნის ანსამბლი მონაწილეობს.
მათივე ინფორმაციით, კონცერტები 31 აგვისტოსა და 1-ელ სექტემბერს შეკვეთილში გაიმართება, 2 სექტემბერს კი „ბლექ სი არენაზე“ ფესტივალი გალა-კონცერტით დაიხურება, სადაც ქართულ ანსამბლებთან „ბასიანთან“ და „რუსთავთან“ ერთად, სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ესპანური ჯგუფი „La Moneta & Flamenco“, რომლებსაც „ფლამენგოს ჯადოქრებსაც“ უწოდებენ.
ავტორი: ,