18:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 15:16:08, 735 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება  მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.
სასამართლომ ლევან ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოც გაუუქმა.
პროკურატურა  სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ  გამგეს,  ლევან ჩაჩუას,  2005 წლის 03 თებერვალს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას  გულგრილობასა და სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროცნად შესრულებაში ადანაშაულებდა. მათი ცნობით, ჩაჩუამ სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული იყო  საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ლევან ჩაჩუა წინასწარ პატიმრობაში 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ის 2014 წლის 18 ნოემბერს 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics