03:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 16:26:13, 493 ნახვა

საზოგადოება
მინდია ჯანელიძემ საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

თავდაცვის მინისტრმა ტერორისტული აქტი დაგმო და ფრანგ ხალხს, დაღუპულების ოჯახის წევრებსა და საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას მიუსამძიმრა.

ჯანელიძემ ასევე, მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფრანგი ხალხის, დაღუპულთა ოჯახებისა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიმართ. თქვენს გვერდით ვდგავარ, ვიზიარებ თქვენს ტკივილს“, - ნათქვამია მინდია ჯანელიძის სამძიმრის წერილში. 

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hedbo-ზე განხორციელებული თავდასხმის დროს, 12 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics