15:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-03 12:38:41, 3477 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან

"რა თქმა უნდა მე მე მყავს ჩემი კანდიდატები. ჩემი კანდიდატები არიან, ვინც ილია მეორეს მოყვებიან ადრეული დროიდან - 60 წელს ზევით არიან, ზოგი 70-ს აღემატებიან", - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა საპატრიარქოში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით,  ასაკობრივი შეზღუდვა არასწორია.

"მე ვფიქრობ, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არასწორია. პირიქით, 70 და 60 წელი პატრიარქისთვის საჭირო ასაკია, მთავარია, ფუნქციონირებდეს და მუშაობდეს სისტემა. პატრიარქი ნამდვილად უნდა იყოს ფსიქოლოგიურად ამ ასაკის“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.

სასულიერო პირს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ ხედავს პატრიარქის არჩევის პროცესში რაიმე სახის ჩარევას, რაზეც მეუფე ზენონმა განაცხადა: "ახლა მე ვერანაირ ჩარევას ვერ ვხედავ, თუ ხელისუფლებისგან გულისხმობთ, ემ ამას ვერ დავადასტურებ"

მაღალი იერარქები უკვე საპატრიარქოში არიან. ამ წუთებში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც მეუფე შიო არავლენს. ამის შემდეგ სინოდის სხდომა დაიწყება. მაღალი იერარქები უკვე საპატრიარქოში არიან. 

მაქსიმუმ რა ასაკის უნდა იყოს და განათლების რა ხარისხი უნდა ჰქონდეს პატრიარქობის კანდიდატს - დიდი ალბათობით, სწორედ ამის შესახებ იმსჯელებენ დღეს სინოდის წევრები.

სასულიერო პირების ერთი ნაწილი ფიქრობს რომ საპატრიარქო ასაკს ორი წელი უნდა დაემატოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics