2026-02-23 17:49:38, 447 ნახვა
პოლიტიკა
ტოკაევმა და კობახიძემ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება განიხილეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოკაევმა ტელეფონით ისაუბრა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას, ძირითადი აქცენტით ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორიცაა სატრანზიტო და სატრანსპორტო კავშირები, ენერგეტიკა და ტურიზმი. ასევე, მათ გაცვალეს მოსაზრებები მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.
დღეს, ტოკაევმა ასტანაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელაძე მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,