2015-02-18 16:48:48, 386 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა ბათუმში ახალ მრავალპროფილურ საავადმყოფოს ააშენებს
აჭარის მთავრობა ბათუმში ახალ მრავაპროფილურ საავადმყოფოს ააშენებს.
საავადმყოფოს მშენებლობის პროექტის დეტალები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რესპუბლიკური საავადმყოფოს და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოს შენობის პროექტირება 2015 წლის მაისის თვეში დასრულდება, შემდეგ კი, შენობის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება.
ახალი საავადმყოფო ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან