23:07 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-22 18:43:19, 1823 ნახვა

საზოგადოება
ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 8 წელი გავიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ხარაბაძემ, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ცისკარიშვილმა და პირადმა შემადგენლობამ დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგეს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრეს.

მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი  თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების მიმართ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

ივანე გოლაშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით - „მამაცობისთვის“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics