2015-02-18 11:11:28, 555 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: „ლანცეტი“ პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდება
შპს „ლანცეტი“ პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდება.
ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ კომპანიაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ობიექტი დროულად ვერ გაიხსნა, მას პირგასამტეხლო დაეკისრა.
„როგორც მერიაში, ისე საკრებულოში ამ საკითხის ინტენსიური განხილვა იყო. მიღებულია გადაწყვეტილება, „ლანცეტის“ პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ. მე მოვუწოდებ მთავრობის წევრებს, რომ ამ საკითხს მხარი დაუჭირონ“, – აღნიშნა ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან