20:25 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-29 12:53:47, 1190 ნახვა

კომენტარი
ხაბეიშვილი - ივანიშვილის ხელისუფლება სახელმწიფო ქონებას და ხალხის ფულს საკუთარი ფუფუნებისთვის ფლანგავს

„რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგდიდის სტადიონი — ეს არის მაგალითები, როგორ ანადგურებს ივანიშვილის ხელისუფლება სახელმწიფო ქონებას და ფლანგავს ხალხის ფულს საკუთარი ფუფუნებისთვის.”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

 “ჩვენ და სამწუხაროდ სახელმწიფოს ქონებას მიზანმიმართულად ანადგურებენ ხოლმე, ან ცდილობენ კერძო საკუთრებაში გადავიდეს, მაგალითად როგორც გააკეთეს რიყის დოქებთან დაკავშირებით, 95 მილიონით დაიწყეს აუქციონი და 10ჯერ უფრო ნაკლებად გაასხვისეს, კონკრეტული პირობები იყო და ეს პირობებიც დარღვეულია, ახლა საერთოდ აპირებენ დაანგრიონ. იგივე გაუკეთეს ქუთაისის პარლამენტს და მიმდებარე შენობებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებს წარმოადგენდა და ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ იქ და ნახოთ, რომ ბალახებია ამ შენობებში ამოსული, ამიტომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რომელსაც წლებია ადგილი აქვს ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. მას ერთადერთი მისწრაფება აქვს, რომ თავად იყოს ფუფუნებაში, მისი გარემოცვა იყოს ბედნიერი,  დანარჩენი ახლა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, მოქალაქეები და ფული, ის ფიქრობს, რომ მისი ჯიბის ფულია და შესაბამისად თუ რამეს ააშენებენ და მიატოვებენ, იმასაც იმიტომ აშენებენ, რომ იქაც ფული იშოვონ, თორემ რიგ შემთხვევაში დაუხარჯავთ ფული, გაუკეთებიათ, აი მაგალითად ზუგდიდის სტადიონი არის ამის ნათელი მაგალითი, ათობით მილიონი დახარჯეს და არის აბსოლუტურად უფუნქციო, რადგან რომ მიხვიდეთ ახლა იქ და დასხდეთ, ვერ უყურებთ ფეხბურთს , რადგან არასწორად არის აშენებული. ჩაბრძანდით ზუგდიდში და ნახეთ რას ჰგავს, “ქოცური” მშენებლობის ნათელი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონზე, რომელიც გავერანებულია, მიუხედავად იმისა, რომ 20-მდე მილიონი დაიხარჯა იქ.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics