|
2025-07-21 10:25:11, 3721 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში, ანტიკორუფციული ბიუროზე რუსეთის გავლენის ნეიტრალიზაციის მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა სპეციალურ ოპერაციას ატარებენ, რომლის მიზანი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროზე „რუსული გავლენის ნეიტრალიზაციაა“, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურსა და ანტიკორუფციული ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ჩხრეკა მიმდინარეობს. მედიასთან საუბარში წყაროები აცხადებენ, რომ დეტექტივებს ბრალი ედებათ ღალატში, რუსეთის ფედერაციასთან უკანონო ვაჭრობაში, ოლიგარქების ინტერესებიდან გამომდინარე კორუფციულ ქმედებებში და ა.შ. ერთ-ერთი დეტექტივი ასევე ეჭვმიტანილია რუსებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მეშვეობით. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა 80 ლოკაციაზე მიმდინარეობს. უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)