17:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 00:20:33, 36980 ნახვა

Lifestyle
ჰოლივუდის მსახიობი იშელ ტრახტენბერგი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჰოლივუდის მსახიობი მიშელ ტრახტენბერგი გარდაიცვალა, იუწყება The New York Post წყაროებზე დაყრდნობით. ინფორმაცია ABC News-ის წყარომ დაუდასტურა.

მსახიობი 39 წლის იყო. გამოცემის წყაროების ცნობით, მას ცოტა ხნის წინ ღვიძლის გადანერგვა ჩაუტარდა. ტრახტენბერგი დედამ საკუთარ სახლში უსიცოცხლო იპოვა. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მსახიობი უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მისი გარდაცვალება გამოაცხადეს. პოლიცია მომხდარს მკვლელობად არ თვლის და აღიარებს, რომ მსახიობს შესაძლოა გადანერგვის შემდეგ გართულებები ჰქონოდა.

ტრახტენბერგი დაიბადა 1985 წლის 11 ოქტომბერს ნიუ-იორკში, ებრაელი იმიგრანტი მშობლების ოჯახში. მსახიობმა თქვა, რომ რუსული იცის, რადგან დედა რუსეთში დაიბადა.

მან პირველი როლი შეასრულა 9 წლის ასაკში 1990-იანი წლების Nickelodeon-ის სერიალში The Adventures of Pete & Pete. შემდეგ მან ითამაშა სხვადასხვა საბავშვო ფილმებში და შოუებში. ზრდასრულ ასაკში მიშელი სამი წლის განმავლობაში თამაშობდა სერიალის "ვამპირის მკვლელის ბაფი" მთავარი გმირის დის როლს.

2004 წელს მან ითამაშა კომედიაში Eurotrip, როგორც ჯენი, მთავარი გმირის, სკოტის მეგობარი და მოგზაურობის კომპანიონი.

მან ასევე ითამაშა ჯორჯინა სპარკსი ფილმში Gossip Girl და ჰქონდა როლები House, Law & Order, Six Feet Under და სხვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics