18:38 - 10 Apr, 2026
|
2024-06-26 14:34:03, 433 ნახვა
რეგიონი
ანსამბლი „მოურავი“ ათენში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში „საგანძური“ მიიღებს მონაწილეობას
28-29-30 ივნისს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "საგანძური"გაიმართება - ფესტივალზე მიწვეულია კასპის მუნიციპალიტეტის მამაკაცთა სიმღერის ანსამბლი "მოურავი". ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გამგზავრებამდე ანსამბლ "მოურავის" წევრებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ და ფესტივალზე წარმატებები უსურვეს. "ანსამბლის ფესტივალში მონაწილეობას მუნიციპალიტეტი აფინანსებს. ანსამბლი "მოურავი" 20 წელია, წარმატებით გამოდის მუნიციპალიტეტის, რეგიონის და საქართველოში გამართულ ფესტივალებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)