2015-02-12 13:42:19, 470 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: საქართველოს ნატო-ს ღირსეული საწვრთნელი ცენტრი ექნება
„საქართველოს ნატო-ს ღირსეული საწვრთნელი ცენტრი ექნება“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხდა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით ყველა ღონისძიება გეგმაზომიერად მიმდინარეობს.
„ამ ცენტრთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან კარგად არის, ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის არა ჩემი, არამედ ნატოს გენერალური მდივნის, მისი მოადგილისა და ზოგადად ნატოს შტაბ-ბინის შეფასება.შეიძლება ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრო, მაგრამ საქართველოს ღირსეული წვრთნისა და შეფასების ცენტრი ექნება, იმ ვადებში რაც დაგეგმილია“,-აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან