2024-03-13 16:55:52, 864 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 100 ერთეული საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილი კონტეინერები შეიძინა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 100 ერთეული საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილი კონტეინერები შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კასპის მერიის ცნობით, ნარჩენის ახალი კონტეინერები ა(ა)იპ „კასპის კეთილმოწყობა“-ს გადაეცა, რომლებსაც სხვადასხვა ლოკაციებზე ეტაპობრივად განათავსებს და ჩაანაცვლებს.
"მუნიციპალიტეტში სუფთა გარემოს შენარჩუნების მიზნით, მერიამ სამი წლის განმავლობაში 500 კონტეინერი და 4 თანამედროვე სპეციფიური ნარჩენმზიდი ავტომანქანა შეიძინა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),