22:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 22:44:06, 1266 ნახვა

კომენტარი
ყაველაშვილი ყიფიანზე - მას უშუალოდ ეხებოდა „უცხოური აგენტების“ კანონი, ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს

ვიქტორ ყიფიანს, ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ, ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, "უცხოური აგენტების" შესახებ კანონმდებლობამ ვიქტორ ყიფიანი ძალიან აანერვიულა რადგან მასაც მოუწევდა, საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები.

"ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია, აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ, ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს... ვიცი, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ასევე, ვიცი ისიც, რომ ჩვენ მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა ის ძალიან აანერვიულა, რადგან მასაც მოუწევდა, საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები. ალბათ ამ ყველაფერმა მისი გაღიზიანება და ანერვიულება გამოიწვია. სწორედ ამიტომ ყიფიანი ბოლო დღეებში გაუგებარ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, რაც პირადად ჩემთვის უცნაური სულაც არ არის", - განაცხადა ყაველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics