01:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 18:03:29, 1422 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იუსტიციის მინისტრის სასამართლოზე დაკითხვას მოითხოვს

გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს, - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას.

ხაჭაპურიძის თქმით, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს შეგნებულად არ იღებს, მას აქვს ინფორმაცია, შესაბამისად ის არის ჩვეულებრივი მოწმე.

"გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია...აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს. მოწმეა ჩვეულებრივი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარე არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში, პატიმარს მუდმივი თვითდაზიანებისკენ და მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებისკენ მოუწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics