14:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 15:54:39, 938 ნახვა

მსოფლიო
ტაივანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა

ტაივანში ავიაკომპანია „ტრანსაზია ეარვეისის“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ძრავის გაუმართაობა სახელდება.

„შავი ყუთის“ შესწავლის შედეგად,  ტაივანის საავიაციო უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ აფრენიდან 2 წუთში თვითმფრინავის ორივე ძრავა მწყობრიდან გამოვიდა. 

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები ცდილობდნენ ძრავის გადატვირთვას, მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა. 

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი 4 იანვარს  ტაივანის დედაქალაქ ტაიბეისთან ახლოს ჩამოვარდა და მდინარე კილუნგში ჩაიძირა. 

თვითმფრინავის ბორტზე 58 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 53 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იყო. 
ავიადისპეჩერმა  ავიაკომპანია "ტრანსაზია ეარვეისის" კუთვნილ თვითმფრინავ ATR-72-თან კავშირი ადგილობრივი დროით 10:55 საათზე დაკარგა. 

ბოლო ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 35 ადამიანი გარდაიცვალა, 15 გადარჩა, დანარჩენები კი, ამ დრომდე დაკარგულებად ითვლებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics