14:17 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 13:24:26, 822 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი - არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, რადგან ქვეყნის ბედი წყდება

არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, რადგან ქვეყნის ბედი წყდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების გეგმა იყო, რომ არჩევნებზე არ ყოფილიყო საკმარისი რაოდენობის ხალხი, თუმცა ეს გეგმა ჩაეშალათ.

„მოგესალმებით, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი ამბავი საქართველოში და არის ძალიან მღალი აქტიურობა ჩვენი ამომრჩევლის. ნუ ეს მაგარია, იმიტომ რომ მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა იმაზე იყო მიმართული, რომ კოვიდია, არ წახვიდეთ, სახლში დაეტიეთ და როცა სახელისუფლებო რესურსი ისედაც მუშაობს და ისედაც მიჰყავთ, თუმცა, რა თქმა ისინი ყველა არ აძლევენ ხმას, ეს იყო მათი გეგმა, რომ არ ყოფილიყო საკმარისი რაოდენობის ხალხი. ეს გეგმა უკვე ჩაიშალა, დანარჩენი ახლა უკვე არის შემდგომი აქტიურობა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს საარჩევნო უბნებზე, ეს არის ძალიან, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მართლა ქვეყნის ბედი წყდება და არა ვიღაც ცალკე აღებული ადამიანების შრომით მოწყობის. აბა თქვენ იცით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics