13:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 13:23:46, 874 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი ალასანია: ჩვენ გვყავს მმართველი, რომელსაც აქვს კონტროლი, მაგრამ არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა

მეტი თავდაცვა, დემოკრატია, არაფორმალური მმართველობა, ნატო-ში ინტეგრაცია - ეს ის თემები იყო, რაზეც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ 2015 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა.

ალასანიას თქმით, თუკი საქართველო ინსტიტუციურად და დემოკრატიულად მზად არ იქნება, ნატო-ში ბოლომდე ინტეგრაცია ძალიან გაჭირდება.

მისივე განცხადებით, საქართველოში არაფორმალური მართვა არსებობს, რაც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის.

„მეტი თავდაცვისთვის საჭიროა მეტი მონაწილეობა ამერიკის და ევროპის, ჩვენი უსაფრთხეობის და თავდაცვის შექმნაში. მეორე - დემოკრატია. თუ ჩვენ არ ვიქნებით მზად ინსტიტუციურად და დემოკრატიულად ნატო-ში ბოლომდე ინტეგრაცია ძალიან რთული იქნება. აქედან გამომდინარე, ვისაუბრეთ იმ არაფორმალურ მართვაზე, რაც დღეს ხელს უშლის საქართველოს განვითარებას. ჩვენ გვყავს მმართველი, რომელსაც აქვს კონტროლი, მაგრამ არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა. ამაზე ვრცლად იყო საუბარი და მე მგონია, ამას შემდგომი არჩევნები წერტილს დაუსვამს“, - განუცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

კონფერენცია "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" დღეს გაიხსნა. მასში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, მინისტრები, ოპოზიციის წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები მონაწილეობენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics