12:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 10:43:04, 834 ნახვა

მსოფლიო
ობამა და მერკელი შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს

„რუსეთის ფედერაციამ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს“,-ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ ავრცელებს.

„ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოფიციალური მოსკოვის მიერ მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ისაუბრეს.

ამასთან, ობამამ და მერკელმა უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხიც განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინელ სამხედრო პირებს და პრორუს სეპარატისტებს შორის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics