13:44 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 22:52:41, 816 ნახვა

სპეციალური ანონსი
8 ივნისის სპეციალური ანონსი

8 ივნისს, 10:00 საათზე, ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ შესასვლელთან ნიკა მელიას და ირაკლი აბესაძის ბრიფინგი გაიმართება. 
თემა: ახალი დოკუმენტაცია და ახლად აღმოჩენილი გარემოებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ყიდვასთან დაკავშირებით. 
საკონტაქტო პირები თამუნა ეფრემიძე - 558 10 13 71, მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

8 ივნისს, 10:00 საათზე, ნახალოვკაში (მესხიშვილის ქუჩა #4)‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერები ვეტერანებთან ერთად გააპროტესტებენ ერთ-ერთი ვეტერანის შესაძლო გამოსახლების ფაქტს. (ხვალ, 10:00 საათზე იგეგმება სააღსრულებლო ბიუროს მიერ გამოსახლება, რაც ვეტერანთა განცხადებით უკანონოა)

8 ივნისს, 11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მესამე შეხვედრა ბიზნესმენებთან - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.
მის.: რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8

8 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურისთვის საქართველოს ეროვნული გმირის მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, მემორიალურ დაფას საზეიმოდ გახსნის .
მის.: წეროვანი, 27-ე კმ. 
საკონტაქტო პირი გიორგი კაჭარავა - 577393913

8 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე მედიის წარმომადგენლებს ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიის შემდეგ განხორციელებულ სამუშაოებს გააცნობენ.
(ჟურნალისტების გასვლა თბილისის მერიიდან 10:30-საათზე)
საკონტაქტო პირი რიტა ყაველაშვილი - 577733182

8 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმროში ”ჰოლიდეი ინნ” საერთაშორისო გამჭვირვალობა 
საქართველო პრეზენტაციას გამართავს.
თემა: ”ბიუჯეტირება სასამართლო სისტემაში”. 

8 ივნისს, 12:30 საათზე, პარამენტის ბიუროს სხდომაგაიმართება.
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.

8 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება გამოფენის ექსკლუზიური ტური ჟურნალისტებისათვის.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. #3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი 

8 ივნისს, 13:00 საათზე, ბათუმში (ბაქოს ქუჩა #46), სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულლაევი ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს, რომელიც სამინისტროსა და კომპანიას შორის სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობას გულისხმობს. 

8 ივნისს, 13:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა. 
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი. (პლენარული სხდომის შესვენების დროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ქუთაისი, დარბაზი N303)

8 ივნისს, 14:00 საათზე სოფელ იორმუღალოში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის.

8 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში ფონდ „ქართული გალობის“ ყოველწლიური დაჯილდოება-კონცერტი გაიმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics