2015-01-23 13:40:30, 497 ნახვა
საზოგადოება
31 იანვრამდე, ქუთაისის ახალ, შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
ქუთაისის ახალ შემოვლით გზაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განსახორციელებლად, დღეიდან 31 იანვრამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ქალაქ ქუთაისის გავლით.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 21 იანვრის შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან