|
2018-12-25 19:23:31, 3178 ნახვა
ევროპის ამბები
კვიციანი: ვინც „ნანუკას შოუს“ უყურებს, 90%-ს ოჯახები აქვთ დანგრეული
"რაც უფრო მეტად ერევა სახელმწიფო ოჯახში, მეტი ოჯახი რომ ინგრევა, ვერ ვხედავთ? დააკვირდით, ხელს უწყობთ სახელმწიფო ადამიანს ოჯახის დანგრევაში. რომელი ოჯახი არის, რომ კამათი არაა ოჯახში, კაცო. რატომ არ ვუკრძალავთ საერთოდ ტელევიზიებს, რომ... ვინც კი "რუსთავი 2" უყურებს და "ნანუკას შოუს", 90% იმ ქალებისა, ოჯახები აქვთ დანგრეული, არ აკვირდებით? რა შუაშია და თავშია, მიზანმიმართულად მიდის ჩვენი ოჯახების დანგრევა და ჩვენი სახელმწიფოს დანგრევა, ამას ფრთხილად უნდა მივუდგეთ, არა? 5 დღე არის დაწესებული, რომ თუ მიხვედი მეუღლესთან ერთად იუსტიციის სახლში, დაწერეთ განცხადება გაბრაზებულზე, 5 დღეში ჩაგახუტებენ განქორწინებას. ადრე არ იყო ასე და ნორმალურად ვცხოვრობდით და არ იყო ასე გამრავლებული ოჯახური ძალადობები. 6 თვე იყო მოსაფიქრებლად და ცდილობდა მოსამართლე ისიც, რომ რამენაირად შეენარჩუნებინა ოჯახი, ახლა პირიქით, გვიხარია რატომღაც ამ ოჯახების დანგრევა და ამიტომ, რაღაცა იქნება მოვიფიქროთ. აი, აქ არის დასაფიქრებელი, აი, აქ უნდა დავფიქრდეთ და მაგრად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოჯახი არ ინგრეოდეს".
"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ემზარ კვიციანი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)