|
2017-10-17 14:12:35, 3281 ნახვა
Lifestyle
Pussycat Dolls-ის ყოფილი სოლისტი: ჯგუფში კი არა, პროსტიტუციის ქსელში ვიყავი
Pussycat Dolls-ის ყოფილი წევრი კაია ჯონსი, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე მუსიკალურ ჯგუფთან დაკავშირებით არაერთმნიშვნელოვან განცხადებას აქვეყნებს. "ჯგუფში კი არა, პროსტიტუციის ქსელში ვიყავი",-წერს არტისტი. მისი სიტყვების თანახმად, ჯგუფის წევრ გოგონებს, პროტესტის მიუხედავად სექსით დაკავებას ავალდებულებდნენ. ჯონსის თქმით ამ ყველაფერს "გირლს-ბენდის" შემქმნელი რობინ ანტინი აკეთებდა. ამასთან ერთად მომღერალმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბენდის ერთ-ერთმა წევრმა გოგონამ თავი სწორედ ამ ყველაფრის გამო მოიკლა. "მოყევი, თუ როგორ გვანადგურებდი მორალურად", - მოუწოდა ჯონსმა ანტინს. ჯონსის განცხადებიდან ირკვევა, რომ აქამდე ჯგუფის არც ერთ მონაწილე გოგონას ამ თემაზე დაშინების გამო არ ულაპარაკია: "ამიხსნეს, რომ თუ ვინმეს ამაზე მოვუყვები ერთ დღეს მკვდარს მიპოვიან ან ჩემს კარიერაში წერტილი დაისმევა". შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ჯგუფ Pussycat Dolls Dollhouse-ის ერთ-ერთმა სოლისტმა 25 წლის სიმონ ბატლმა თავი მოიკლა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)