13:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 11:08:43, 1136 ნახვა

მსოფლიო
ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა

რუსი ოპოზიციონერის  ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ზაურ დადაევს და ანზორ გუბაშევს მოსკოვის სასამართლომ ბრალი წაუყენა.  

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნემცოვის მკვლელობაში ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა  ზაურ დადაევმა სასამართლოზე ბრალი აღიარა.

გავრცელებული ინფორმაციით, დადაევმა მკვლელობის მოტივად, ბორის ნემცოვის მიერ მუსლიმანობის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები დაასახელა.

ეჭვმიტანილის აღიარებით ჩვენებას, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე  გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის პირადად იცნობდა დაკავებულ ზაურ დადაევს, რომელიც  რუსეთის ნამდვილი პატრიოტი იყო.

„მე პირადად ვიცნობდი ზაურ დადაევს, ის რუსეთის ნამდვილი პატრიოტი იყო. ზაური  46–ე ბრიგადაში მსახურობდა და რუსეთის საწინააღმდეგოდ ნაბიჯსაც არ გადადგამდა“,-ნათქვამია კადიროვის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, საღამოს, კრემლთან ახლოს ხიდზე 6 გასროლით მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics