2015-03-05 11:03:18, 1036 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში დღეს გლოვის დღეა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 5 მარტი ზასიადკოს მაღაროში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ გლოვის დღედ გამოაცხადა.
ამის შესახებ BBC იუწყება.
მათივე ინფორმაციით, უკრაინაში მთელი ქვეყნის მაშტაბით დაღუპულთა ხსოვნას 12:00 საათზე წუთიერი დუმულით პატივს მიაგებენ. ასევე ყველა სამთავრობო უწყების შენობაზე დაშვებული იქნება უკრაინის დროშები.
გარდა ამისა, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით უკრაინაში დღეს აკრძალულია ყველა გასართობი ღონისძიება და შესაბამისად უკრაინული ტელეარხებიც შეცვლიან სამაუწყებლო ბადეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დონეცკში ზასიადკოს მაღაროში აფეთქება მოხდა, რომელსაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაღაროში აფეთქება 1230 მეტრის სიღრმეზე მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან