10:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 12:37:40, 713 ნახვა

რეგიონი
სოფელ თამაკონსა და აბედათში 180-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე  სოფელს პრობლემა შეუქმნა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც ჯამში 180-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველები.

მარტვილის სოფლებში სტიქიის შედეგად  შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ის სახლებიც დაათვალირა, სადაც წყალდიდობის გამო საცხოვრებელი ოთახები დაიტბორა.

ცნობისთვის, მარტვილში შექმნილი ვითარების გამო შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც მხარის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. შტაბში ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან შესული.

მარტვილისთვის სტიქიის შედეგად  მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყება. თავდაპირველად სოფლების შიდა გზების და ხიდების აღდგენა მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics