2015-02-26 12:38:32, 597 ნახვა
სამართალი
180-ე საჯარო სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ
ვარკეთილში, 180-ე საჯარო სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, 112-ე სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება.
სამართალდამცავებმა სკოლიდან მასწავლებლებისა და მოსწავლეების ევაკუაცია მოახდინეს.
მათივე თქმით, ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ზარის ავტორის დასადგენად.
როგორც შსს-ში აღნიშნავენ, გასულ წელს ცრუ შეტყობინებებზე კანონი გამკაცრდა და ყველა პირი, რომელიც ცრუ შეტყობინებას განახორციელებს ახალი კანონის მიხედვით დაისჯება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან