2016-05-20 18:26:03, 903 ნახვა
სხვადასხვა
ნარმანია: თედო კობახიძე გამოდის ინიციატივით, რომ "ვარდების მოედანს" "რესპუბლიკის მოედანი" დაერქვას
"თედო კობახიძე გამოდის ინიციატივით, რომ ვარდების მოედანს რესპუბლიკის მოედანი დაერქვას" - ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა თვით თბილისის საკრებულოს კომპეტენციაშია.
"თბილისის საკრებულოს კომპეტენციაშია აღნიშნული საკითხის განხილვა შესაბამისად დადგენილი წესით დედაქალაქის საკრებულო განიხილავს ამ საკითხებსს და მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩემი პოზიციაა რომ ვარდების მოედანს რესპუბლიკის მოედანი გადაერქვას",- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან